გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, აიდარბეკ საფაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე.
„ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობაა. ყოველივე ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, რაც თავისთავად ცხადია, ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას, აგრარული სექტორის გაძლიერებას და ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.









