თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ზვიად კუპრავას  2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

სუსმა ზვიად კუპრავა 2025 წლის  1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა