საქართველო მომავალ წელს რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მომავალ წელს საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ – სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი.
ასევე, მათ დაემატება ოთხი ქვეყანა – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი“, – წერს კობახიძე.
2026 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. ჩემპიონატში 16 გუნდი იასპარეზებს.