ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია' ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს 10:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, მუხრანის, წიწამურის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია ინფორმაციაში.