ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია რომ არ გაევლო და არ აეღო საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია, რადგან ცესკო-ში საარჩევნო ნომერთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა, ნომრის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

„ოპოზიციას საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით რეალურად სჭირდება რეგისტრაციის გავლა, იმის გამო, რომ ეს ნომერი შეინარჩუნონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქ სპეკულაციებში ვერ შევალ. რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და არ აეღოთ საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოუწევდათ სხვა ნომრით მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთცესკოს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა