მაქვს ჩემი შეფასება ვინ აამღვრია წყალი ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან არაგონივრული ნაბიჯებით, ვინ გარიცხა ხალხი პარტიიდან, ვინ ამორიცხა, ვინ ჩაატარა ორი ყრილობა, ვინ მიუძღვნა [ძალისხმევა] არა ერთობას, არამედ გახლეჩას - პასუხი ნათელია და ჩემი პასუხი იცით, ეს არის ამჟამინდელი მენეჯმენტი, - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

"ის რაც ახლა ხდება პოლიტიკურ სპექტრში, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხელს. მან მოახერხა და საკუთარი დაწესებული სტანდარტი თავს მოახვია არც თუ ისე მცირე ნაწილს პოლიტიკური ოპოზიციური სუბიექტებისა. მან იმდაგვარად მოახდინა გავლენა, არც თუ ისე ცოტა პოლიტიკურ სუბიექტზე, რომ გააიგივა ხალხის აღქმის დონეზე - საკუთარი თავი სხვადასხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან.

ამ წლების განმავლობაში "ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს და მომავალშიც ეცდება, სანამ არის იქ, სადაც არ უნდა იყოს და სანამ მიტაცებული აქვს მართვის სადავეები, თუმცა მაქვს ჩემი შეფასება ვინ აამღვრია წყალი ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან არაგონივრული ნაბიჯებით, ვინ გარიცხა ხალხი პარტიიდან, ვინ ამორიცხა, ვინ ჩაატარა ორი ყრილობა, ვინ მიუძღვნა [ძალისხმევა] არა ერთობას, არამედ გახლეჩას - პასუხი ნათელია და ჩემი პასუხი იცით, ეს არის ამჟამინდელი მენეჯმენტი. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გაეხლიჩათ. თუ რამე აწყობდა ოცნებას, იყო ის, რასაც აკეთებდა პარტიის მენეჯმენტი - მღვრიე წყლის კიდევ უფრო აღრევით იყო დაკავებული", - განაცხადა მელიამ "ფორმულას" ეთერში.