ჩემი მომავალი, თუ რაიმე ტიპით შეიძლება დაუკავშირდეს მიხეილ სააკაშვილს, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
"ჩემთვის მომავალი უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების ეპოქის დასრულებას, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, როგორც მიმდინარე ხელისუფლების, ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში, ჩავაბარებთ წარსულს. ჩემი მომავალი, თუ რაიმე ტიპით შეიძლება დაუკავშირდეს მიხეილ სააკაშვილს, არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ასპექტში, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოგვწონს არ მოგვწონს... ადამიანი, პოლიტიკური პატიმარი, ვინც არ უნდა იყოს, როდესაც არის ციხის საკანში, დემოკრატიული პროცესები, ბუნებრივია, ვერ ვითარდება", - განაცხადა ნიკა მელიამ " ფორმულას" ეთერში.