არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩემთან დაპირისპირებაში შემოიყვანონ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მრჩება შთაბეჭდილება, არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა, რომ მე შემიყვანონ და შემოიყვანონ ჩემთან დებატებში, დაპირისპირებაში, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. ალბათ ცეკას კომპარტიის სხდომაზე არ ასახელებდნენ მაშინდელი ლიდერის სახელს, ისე ხშირად როგორც... თითქოს თვითმყოფადი პოლიტიკოსები არიან და როდესაც კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ან ჩიხში ექცევიან, უცებ წინ მიხეილ სააკაშვილს აიფარებენ, მიხეილ სააკაშვილმა ასე თქვა, ასე მოგვიწოდა და ა.შ... მაგრამ აქაც ტყუიან, რასაც მოუწოდებდა იმის საპირისპიროს აკეთებდნენ" - განაცხადა ნიკა მელიამ.