ანუ რუსული აღარ იქნება 1 ნოემბრიდან? მან აღიარა, რომ შავი ფულით დასაფინანსებელია კამპანია, რომელსაც ჰქვია „არალეგიტიმური არჩევნები“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც "გამჭვირვალობის კანონის" 1 ნოემბრიდან ამოქმედებას ითვალისწინებს. მდინარაძის თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა მთავარი მიზანი

„2020 ში ISFED-მა რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა, მსგავსის გაკეთება უნდათ ახლაც. ამ შავი ფულით, კიდევ უფრო მეტით ვიდრე სხვა შემთხვევებში, სჭირდებათ რომ კამპანია აიწიოს, ცესკო-ს წინააღმდეგ, არჩევნების ლეგიტიმურობის წინააღმდეგ, რაც ძალიან რთული ამბავია.

ელექტრონული არჩევნები ტარდება ქვეყანაში პირველად, იქ ძალიან რთულია, რომ თქვა რაღაც ისე არ მოხდა როგორც საჭირო იყო, რაღაც უკანონო მოხდა, რაღაც არალეგიტიმურია, ამას სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა, უფრო მეტი თანხები სჭირდება ამ ყველაფერს და ამას გავაკეთებთო ჯერო, უფრო მეტი შავი ფულითო და მერე ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზეო და მერე ამოქმედდეს კანონიო. ანუ აღიარა მან მიზანი, დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა მთავარი მიზანი ამ გაუმჭვირვალე ფულით რისი გაკეთება უნდათ. ეს აღიარება ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვთქვათ ყოველ ჯერზე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ, მთავარია რომ მათ არგუმენტები არ წარმოუდგენიათ - ან რუსული რატომაა და ან ცუდი რატომაა, ევროპას რატომ გვაშორებს - ამაზე პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება  

ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად

 პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

 საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება