ჩვენს მომხრეებს მინდა ვუთხრა, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს სამშობლოს, მის სუვერენიტეტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვის დროს გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„არ გეგონოთ, რომ ასე მარტივად ჩვენ რაღაცას ვთმობთ და ვინმემ არ იფიქროს, რომ კომპრომისზე მივდივართ. არავითარი კომპრომისი არ იქნება, თუ ძალიან მკაფიო არგუმენტი არ იქნება ჩაწერილი [მოტივირებულ შენიშვნებში]. ჩვენი მომხრეები იცით როგორ გვამუნათებენ? ჩემი გნებავთ „ფეისბუქი“, პირადი მიმოწერა რომ გაჩვენოთ, რამდენი ათასი ადამიანი მწერს, უკან არ დაიხიოთო, ვერ წარმოიდგენთ. ვის დავუჯეროთ ახლა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ აზრზე არიან, თუ დაორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი გასჭირვებიათ და აიყოლიეს ვიღაცები. ჩვენს მომხრეებს მინდა ვუთხრა, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს სამშობლოს, მის სუვერენიტეტს“, - აღნიშნა მდინარაძემ.