საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 ნოემბრიდან ითხოვს. 

"გინდა რამე შეცვალოთ ამ კანონში?! თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომლებსაც აქვთ რაღაც შენიშვნები და ცვლილებებს შემოგთავაზებთ ან მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1 ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება... ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ თქვენც ამ კანონთან ერთად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად

 პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს