ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ხუთშაბათს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ რუსულმა ჯარებმა უკრაინის ქალაქი კუპიანსკი აიღეს.

ადრე კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი სამხედრო დაჯგუფება „ზაპადის“ სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც გერასიმოვს და სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა.

კრემლის ცნობით, პუტინს დონეცკის რეგიონში, კონსტიანტინოვკასა და კრამატორსკში, ასევე ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის რაიონში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  

„დაჯგუფება „ზაპადის“ დანაყოფებმა კუპიანსკი გაათავისუფლეს და ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების განადგურებას აგრძელებენ“, - განუცხადა გერასიმოვმა პუტინს.

გერასიმოვმა ასევე აცნობა პუტინს, რომ რუსული ჯარები პოკროვსკის 70% და ვოლჩანსკის 80%-ზე მეტი აკონტროლებენ.