ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ვინაიდან ხელისუფლებას და ოპოზიციას დემონსტრანტების რიცხვთან დაკავშირებით დიდი აცდენა აქვს, აქვეყნებს ოპონენტების მიერ ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს, დრონის ვიდეოს და „ტას.ჯის“ შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ კვადრატულობას, შესაბამისად, ყველას შეუძლია, თავადვე იანგარიშოს ხალხის რაოდენობა.

„გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ, ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. რადგან დიდი აცდენები გვაქვს, მოდი, ასე მოვიქცეთ. ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს და მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და „ტას.ჯის“ შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას. მოკლედ, ექსპერიმენტის ყველა მონაცემი მათკენაა გადახრილი. ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია. ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე შეუძლია, იანგარიშოს ხალხის რაოდენობა. დიდი ინტერესით დაველოდები ოცი ათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას. ხომ შეიძლება, მე ვცდებოდე და სიმჭიდროვე 3-4 ადამიანი იყოს ერთ კვადრატულ მეტრზე ან „ტას.ჯი“ ცდებოდეს და ცხრა კი არა, 25-30 ათასი კვადრატული მეტრი იყოს ეგ ტერიტორია!

P. S. ძალიან ვთხოვ ყველას, არ დაიწყონ, რა დროს ხალხის რაოდენობაა, თავებს ითვლიან და ა.შ. გამჭვირვალობის კანონის რუსულობის ან რაიმე ცუდის შესახებ არგუმენტს თქვენ არ ამბობთ და რაღაცაზე საგნობრივად ხომ შეიძლება ვიკამათოთ? თან მე არ დამიწყია“, – წერს მამუკა მდინარაძე.