საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების” მიერ "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„ახლა ქართველები ისევ ქუჩაში არიან, როცა მმართველი პარტია პარლამენტში ამ რუსული სტილის კანონპროექტის ინიციირებას ახდენს. გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს და არ გამიკვირდება, თუ ხალხის ნების მიუხედავად, ეს პროცესი ბოლომდე გავა. ვფიქრობ, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შესაძლოა, ხელახლა შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები",– განაცხადა დიპლომატმა.
დეგნანი მიიჩნევს, რომ "კანონპროექტი დააბრუნეს იმისთვის, რომ არავინ იყოს მათი კრიტიკოსი ან გააკეთოს კომენტარი ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე".
"სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს იმ კანონის აღდგენის საბაბზე, რომელიც საზოგადოებამ ასე სერიოზულად უარყო", – დასძინა მან.
"ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით და მაგალითებით, როცა თავისუფლებისმოყვარე ქართველებმა, თქვეს „საკმარისია”. არ ვიცი, რა გამოიწვევს ასეთ ბრძოლას ამჯერად, შესაძლოა, ეს იყოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ან კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში, ან სრულიად სხვა რამე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლობის სულისკვეთება კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თარგმანი: TV Formula