ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში  დენის დარტყმის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. 

ადგილობრივის ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი მდინარე ცივში თევზაობდა, რა დროსაც შემთხვევით  ანკესი  მაღალი ძაბვის სადენს გამოედო  და  ადგილზე დაიღუპა.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.