თავდასხმა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაგდება, 12 პუნქტის არშესრულება, გონორით საუბარი პარტნიორებთან - ვნახეთ პრემიერის ყოყლოჩინობა, ეს მთლიანობაში საფუძველს იძლევა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ქვეყანა გავატანოთ რუსეთისკენ, დამპყრობლისკენ და ოკუპანტისკენ ივანიშვილს,- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, ჩვენ გვყავს რუსული პროექტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომელიც პირდაპირ ემსახურება კრემლის ინსტრუქციებს და ემსახურება იმას, რომ საქართველოს შეაცვლევინოს საუკუნეების და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში აღებული ევროატლანტიკური კურსი. ამ აზრს უკვე წყალი არ გაუვა, მის ყველა ნაბიჯში ჩანს ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაგდება, 12 პუნქტის არშესრულება, გონორით საუბარი პარტნიორებთან - ვნახეთ პრემიერის ყოყლოჩინობა, ეს მთლიანობაში საფუძველს იძლევა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ქვეყანა გავატანოთ რუსეთისკენ, დამპყრობლისკენ და ოკუპანტისკენ ივანიშვილს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.