ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რეალურად ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული. ცესკოს ჰქონდა ბრიფინგი და არის ბევრი დამკვირვებელი ჩამოსული, თუ არ ვცდები, 1000-ზე მეტი დამკვირვებელია ჩამოსული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, თუმცა მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოახერხებდნენ მისიის დაკომპლექტებას. 

 2007 წელს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოიწვიეს ეუთო/ოდირი და ძალიან ადვილად მოხერხდა მაშინ მისიის დაკომპლექტება, ამიტომ ეს ვადა რეალურად იყო საბაბი. მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ეუთო/ოდირზე, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი. სამ წელიწადში  ეუთო/ოდირი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.