როდესაც რუსეთის მსახური კობახიძე გერმანიას ესხმის თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს ხალხის პოზიციას, არამედ მორიგ ჯერზე ასრულებს ზახაროვას და სიმონიანის დონის თუთიყუშის როლს.
სწორედ ეს არის კობახიძის მთავარი ფუნქცია - უღალატოს საკუთარ ერს, ემსახუროს კრემლის პროპაგანდას, თავს დაესხას საქართველოს უმთავრეს მეგობრებს და სამაგიეროდ ემეგობროს მისნაირ ტერორისტებს: კრემლს, ჰეზბოლას და ჰამასს. - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
"ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი მუშაობდეს სიღარიბის დაძლევაზე, შიმშილის დამარცხებაზე, ემიგრაციის რეკორდული ნიშნულის გაჩერებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის გამყარებაზე, კრემლის იაფფასიანი თუთიყუში ისევ ჭორაობით ერთობა.
კობახიძე არ წარმოადგენს არცერთ ქართველს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ერთადერთი რასაც ის წარმოადგენს, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ანტისანიტარიის აქანდაზი.
საბედნიეროდ, მისი პარანიული თეორიების მოსმენა დიდხანს აღარ მოგვიწევს. 27 ოქტომბერს, ამ ქვეყანას ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას სწრაფი ტემპით შეიყვანს ევროპულ კავშირში, შექმნის 1,000 ლარიან პენსიას, დაასრულებს ანაკლიის პორტს და ყველა ახალგაზრდას უზრუნველყოფს გარანტირებული პირველი სამსახურით. ეს არის ბრძოლა რომელშიც იმარჯვებს ქართველი ერი და მარცხდება კრემლის თუთიყუშები." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე.