ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სრულად აღდგება ქალაქ ბაღდათისა და სოფლების კაკასხიდი–ხანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვიკიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტი ფინანსდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან. სამუშაოები გარდამავალია - ისინი 2025 წელს დაიწყო და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ამ ეტაპზე ალტერნატიული გზით გადაადგილდება.




