„ლელოში“ მართლაც არის უნიკალური ნაკრები ძალიან დიდი ნიჭის, გამოცდილების და ტალანტის. ჩვენ ვართ სახელისუფლებო ისტორიით დაუმძიმებელი პარტია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარ კავშირს არ განვიხილავთ, არცერთ წინასაარჩევნო კონფიგურაციაში. ჩვენ დამოუკიდებლად ვიზრდებით, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ჩვენ არ ვართ წარსულში გასვრილი და დამძიმებული, ასევე განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, ჩვენ არ ვართ აწმყოში რუსეთის მსახურები. მეტიც, ჩვენ ფაქტობრივად ვართ ერთადერთი პარტია დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ველზე, რომელსაც არ აქვს სახელისუფლებო ისტორია, მაგრამ აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური და სხვაგვარი გამოცდილება. „ლელოში“ მართლაც არის უნიკალური ნაკრები ძალიან დიდი ნიჭის, გამოცდილების და ტალანტის. ჩვენ ვართ სახელისუფლებო ისტორიით დაუმძიმებელი პარტია",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.