შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ შიდა ქართლში კასპის, გორისა და ხაშურის მოქმედი ნაგავსაყრელები დაათვალიერა.
კომპანიის დირექტორი არსებულ ნაგავსაყრელზე მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიიღო ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ.
მიხეილ გოგოლიძის განცხადებით, კომპანიის მართვის ობიექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს ნარჩენების განთავსების თანამდროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას. კომპანია, ეტაპობრივად მოახდენს არსებული ობიექტების ჩანაცვლებას.
შიდა ქართლის სამივე ობიექტი მოქმედი ნაგავსაყრელია. კასპის ნაგავსაყრელი 24 საათიანი გრაფიკით ემსახურება კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს, მისი ფართობი 75312 კვადრატული მეტრია, ხოლო ნარჩენების თვიური საშუალო რაოდენობა - 2700 კუბური მეტრი; გორის ნაგავსაყრელი ასევე 24 საათიანი გრაფიკით ემსახურება შესაბამის მუნიციპალიტეტს, ფართობი 64515 კვადრატული მეტრია, ნარჩენების თვიური საშუალო რაოდენობა კი, 5799 კუბური მეტრი; ხაშურის ნაგავსაყრელი ემსახურება ხაშურის რაიონს, ტერიტორია განისაზღვრება 116,006 კვადრატული მეტრით, ნარჩენების თვიური საშუალო რაოდენობა - 4998 კუბური მეტრია.








