საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.
ქალაქ ფოთში აქტიურად მიმდინარეობს წყალარინების სისტემის მოწყობა, პროექტი სამ ლოტად მიმდინარეობდა, პირველი და მეორე ლოტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებულია.
მესამე ლოტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია მოადგილე აკაკი მშვიდობაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აშენდა 10 დიდი სატუმბი სადგური და მოეწყო 8 პატარა სატუმბი სადგური, დარჩენილია კიდევ 8 პატარა სატუმბის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე სამუშაოების 67% შესრულებულია. მოეწყობა SCADA სისტემა.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტით დაახლოებით 30 მილიონი ლარით ფინანსდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ ფოთის მოსახლეობა წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.




