ჩვენ არათუ ნელა, არამედ საერთოდ არ მივდივართ არც NATO-სკენ და არც ევროპული კავშირისკენ. ამას უნდა ერქვას ადეკვატური სახელი, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ჩვენ არა თუ ნელა მივდივართ ნატოსკენ, არამედ საერთოდ არ მივდივართ ნატოსკენ, ჩვენ საერთოდ არ მივდივართ ევროპული კავშირისკენ, იმიტომ რომ ჩვენ გვმართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელსაც აქვს განცხადებული კურსი, რომ ეს ქვეყანა არ უნდა წავიდეს არც ნატოსკენ და არც ევროპული კავშირისკენ. ამიტომ, თუკი შეიძლებოდა სხვა წლებში გეფიქრა, რომ ნელა მივდივართ, მეტი როგორ მოვითხოვოთ, მეტი როგორ გავაკეთოთ, ახლა სხვა პრობლემა დადგა, ჩვენ საერთოდ აღარ მივდივართ რეალურად ნატოსკენ და ამას უნდა ერქვას ადეკვატური სახელი, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ, რომ ვითომ მივდივართ, მაგრამ დილემები გვაქვს და ამას ვამბობ არა მარტო მე, რაც უარესია, ამას ამბობს ნატოს წარმომადგენელი, მაგალითად, ბატონი კოლომინა, რომელმაც ბოლო სამ წელში მინიმუმ ორჯერ განაცხადა, რომ საქართველოს არ გაუტარებია ის რეფორმები, რაც უნდა გაატაროს ნატოში გაწევრიანების მიზნით",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.