უნდა გვახსოვდეს, ფაქტობრივად, „ლელო“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არც წარსულში არ არის გასვრილი და დამძიმებული და არც აწმყოში არ ემსახურება რუსეთს, როგორც „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულის ძალიან დიდი ტვირთით მოძრავი პოლიტიკური ძალა, განსხვავებით „ლელოსგან“. „ლელო“ არის დღეს, უნდა გვახსოვდეს, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არც წარსულში არ არის გასვრილი და დამძიმებული და არც აწმყოში არ ემსახურება რუსეთს, როგორც „ქართული ოცნება“. ამიტომაც არის „ლელო“ დადებითი ალტერნატივა, რომელიც იზრდება, სერიოზულად იზრდება და სერიოზულ შეშფოთებას იწვევს „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ გვყავს ლიდერები, რომლებსაც 3 მილიარდი დოლარი აქვთ უკვე, როგორც კერძო პირებს, მოზიდული ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ, ყველამ იცის, რომ დავასრულებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ეს ყველასთვის არის ცხადზე ცხადი",- განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში გრიგოლ გეგელიამ.