ყოველ დღე საჭირო არ არის, რომ 300 000 ადამიანი იდგეს ქუჩაში იმისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„ყველაფერი ივანიშვილის გეგმის მიხედვით არ მიდის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი არ ჩერდება. ყოველ დღე საჭირო არ არის, რომ 300 000 ადამიანი იდგეს ქუჩაში იმისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს. აქციებზე 100 000+ ადამიანი მაინც გამოდის ხოლმე, ყოველგვარი რესურსის გაღების გარეშე. ამ ხალხს ვერ დაშლი. გაზი, წყლის ჭავლი, დარბევა არ მუშაობს და თუ იმუშავა, სულ პირიქით, მეტი ხალხი გამოვიდა, მეტი ბრაზი და გულისწყრომა გამოიწვია“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.