მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა. მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

"ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა ისინჯოს.“ - განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, არეულობა და ძალადობ მოიტანს შედეგს? მიხეილ სააკაშვილის დედამ ასე უპასუხა: მე არ ვიცი რა მოიტანს შედეგს, ხალხზეა დამოკიდებული ვინ როგორ დაინახავს... რა არის აქ მუქარა? ეს არის რეალურად დანახული სურათი. ალბათ ასეა, რადგან ჩალაძე ამბობს."

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 6 თებერვალს გაიმართება