გამაკვირვა ზურაბ ჩხაიძის განცხადებამ, თითქოს დღეს მიშას რაციონი უფრო გაფართოვდა, როგორც წესი სულ ერთი და იგივე საკვები მიმაქვს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„გამაკვირვა ზურაბ ჩხაიძის განცხადებამ, თითქოს დღეს რაციონი უფრო გაფართოვდა. როგორც წესი, სულ ერთი და იგივე საკვები მიმაქვს. მიმაქვს ის, რისი ნებართვა მაქვს ჩემი შვილისგან. თქვენ იცით, რომ საერთოდ ვერანაირ საკვებს ვერ იღებს, უჭირს. რაღაცას უკან მატანს, რაღაცებს დაიტოვებს ხოლმე. დღედაც როგორც უკანასკნელი 5 თვის მანძილზე სიცხე ჰქონდა, 38 ჰქონდა რომ მოვდიოდი“- აღნიშნა გიული ალასანიამ.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი დღეს შედარებით გაფართოვდა.