მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" რიმა ბერაძე, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ურჩევს  ლობისტურ კომპანიებში ფულის ხარჯვას, დაარწმუნოს შვილი რომ იკვებოს და მიუტანოს ისეთი საკვები, რომელსაც ექიმები ურჩევენ. 

"ასე ვფიქრობ, ეს მისთვის და მის მიერ გადაყრილი ფულია. მე ვურჩევდი მას, შეწყვიტოს ეს ქმედებები. როგორც დედა უხერხულია ამის თქმა, მე ქალი ვარ, დედა ვარ... უმჯობესია ურჩიოს მიშას იკვებოს, მიუტანოს ისეთი საკვები, რომელსაც ურჩევს სამედიცინო პერსონალი. და მიშას მდგომარეობა უკეთესი იქნება" - განაცხადა რიმა ბერაძემ "ქრონიკასთან".

ცნობისთვის,  გიული ალასანიამ   პიარკომპანია "გლობალ პოინტთან" ხელშეკრულების გააგრძელა. მისივე თქმით,  მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის გავრცელება.