შეიძლება შემდეგი პატიმარი მე ვიყო, რადგან თურმე დამნაშავე ვარ, რომ ჩემს შვილთან საჭირო კალორიები არ მიმაქვს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ახლა უცნაური ტერმინი გავიგე - სპეციფიკური დიეტა. თურმე ნუ იტყვით და ეს ყველაფერი ყოფილა სპეციფიკური დიეტის ბრალი. ჩემკენ იშვერენ თითს და რაღაცა მომენტში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შეიძლება შემდეგი პატიმარი უკვე მე ვიყო. მე ვარ თურმე დამნაშავე, რომ ის კალორიები არ მიმაქვს, რაც საჭიროა. როგორც ჩანს მენანება ჩემი შვილისთვის და ასე ნელ-ნელა ვკლავ“- აღნიშნა გიული ალასანიამ.