საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ადასტურებს პიარკომპანია „გლობალ პოინტთან“ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ინფორმაციას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „გლობალ პოინტის“ მუშაობის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის გავრცელება.
„გლობალ პონტს“ დიახ, გავუგრძელე კონტრაქტი. კმაყოფილი ვიყავი და იმიტომ. არ არის საიდუმლო, საჯაროა ყველაფერი. იმიტომ დამჭირდა, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს. რა არის ამაში გასაკვირი. რომ არ მოხდეს ისე, რომ ჩუმად და ერთ ოთახში კვდებოდეს ადამიანი. ითვალისწინებს ყველაფერს, სწორი ინფორმაციის გავრცელებას“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.