პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მედიასთან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილისთვისაც რთული წარმოსადგენი იყო, რომ ღარიბაშვილი გადადგამდა იმ პრინციპების საწინააღმდეგო ნაბიჯებს, რომლითაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში.
„ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, გუნდისთვის ტრაგედიაა. ბიძინა ივანიშვილისთვისაც რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი,რომელიც ჩვენს გუნდში იყო, მყარად იდგა პოზიციაზე, გადადგამდა იმ პრინციპების საწინააღმდეგო ნაბიჯებს, რომლითაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.








