გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. - ასე შეაფასა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში  ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუ გადაცემაში "იმედის კვირა"

"ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია. ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის." - განაცხადა გიორგი გახარიამ.   

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი

ირაკლი რუხაძე: ის ფუნდამენტური ღირებულებები გადათელეს, რის გამოც ევროკავშირში გვინდოდა შესვლა - გვეუბნებიან, რომ დღეს უნდა აირიოს ქვეყანა იმისთვის, რომ კარგ ვარიანტში, 6 წელში რაღაც ორგანიზაციის წევრები გავხდებით, ან არ გავხდებით