ახლა არის ჩვეულებრივი მოლოდინი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რა მოხდება არჩევნებზე, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ახლა არის ჩვეულებრივი მოლოდინი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რა მოხდება არჩევნებზე. ეყოფა თუ არა „ოცნებას“ ჯანსაღი აზრი, თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე მაინც, რომ ნორმალური არჩევნები ჩაატაროს, თუ არა და ისინი საბოლოოდ არიან ჩიხში.
ივანიშვილი უკვე თავისი შეცდომების ტყვეობაშია. მას აქვს რაღაც ინფრასტრუქტურა, რომელსაც უყურებს და ხვდება, რომ ეს ინფრასტრუქტურა სრულიად ვირტუალურია. მაგალითად, ვიღაც პოლიტიკოსები - პრემიერი, პარლამენტის სპიკერი ... ამ ხალხს უკვე არანაირი რესურსი და ნება დამოუკიდებლად რაღაც პოლიტიკური ნაბიჯები გადადგან უკვე აღარ აქვთ, ინსტრუქციის გარეშე არავინ აღარაფერს გაკეთებს“, - ამბობს გიორგი გახარია.