მე არასოდეს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრი საჭირო საქმეც გამიკეთებია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მე არასოდეს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრი საჭირო საქმეც გამიკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი გადადგომის შემდგომ დაიწყო დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კორუფცია. ეს ყველაფერი მოხდა ეტაპობრივად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.