„მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს პროცესები სასამართლოში არის ფარსი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვე და ამ ტყვეობის პროცესს ახორციელებს ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი და ბუნებრივია, ამას ყველაფერს თვალს ადევნებს როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები." - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
"ახლოვდება არჩევნები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ამ უკანონო პატიმრობიდან, რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ ის არა თუ პოლიტიკური პატიმარია, არამედ მისი თავისუფლება უშუალოდ არის დაკავშირებული ამ ქვეყანაში მეტ ნაკლებად მაინც სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან, ამიტომ ბუნებრივია კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, პრეზიდენტ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ