აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ირგვლივ შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა „დასრულებულია“.
ტრამპის თქმით, სწორედ თეირანი იყო მხარე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს „სასოწარკვეთილების გამო“ შეხვდა და არა — პირიქით.
ამერიკის ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამხედრო კონფლიქტმა ირანის პოტენციალი სრულად გაანადგურა:
„ომმა ირანი დააკნინა! მას აღარ გააჩნია სამხედრო-საჰაერო ძალები, ფლოტი, საზენიტო აღჭურვილობა, რადარები და პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა“, — წერს აშშ-ის პრეზიდენტი.













