დარეჯან ცხვიტარიას გადაყენება, არასწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ "რუსთავი ორის" ეთერში განაცხადა.
"ქალბატონ დარეჯანს, ისევე როგორც სხვა ჩვენს კოლეგებს, დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მის გათავისუფლებას, მე როგორც ამ პარტიის პოლიტიკური მდივანი, წინააღმდეგი ვიყავი და მიმაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი დარეჯანი თავის მხრივ მოიქცა არასწორად, როდესაც პრაქტიკულად, მთელი ფრაქციის სახელით თქვა, ის რაც მას მიაჩნია სწორად",- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გადააყენეს.
ცნობისთვის, დარეჯან ცხვიტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს