„მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძე სახალხო დამცველის კონსილიუმის მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში შესვლასთან დაკავშირებით.
"მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი მთელი ქართული საზოგადოების, არის უკანონობა და ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში გათავისუფლებული. ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილის და თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.