სტიქია იყო პანკისის ხეობაში. სოფლებში - საკობიანოსა და წინუბანში დასეტყვილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები, საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვს სახურავები.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყდება, რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ მოქალაქეებს.










