მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის,როგორც არასდროს დაუყოვნებლივ განსახორციელებელი და ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს საშუალება მიხეილ სააკაშვილთან ერთად მშვიდობიან და მეტ-ნაკლებად მაინც სამართლიან საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა და ბუნებრივია დაამარცხოს ეს ოლიგარქი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტმდივანმა, გიორგი ბარამიძე განაცხადა.
„ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და მინდა ქართველ ხალხს მივულოცო დამდეგი შობა ახალი წელი და ვუსურვო საქართველოს მალე გამთლიანება ,მშვიდობა ,კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, იმ წლის ბოლოს საქართველოს გამარჯვება ,როგორც ამ რეჟიმისგან გათავისუფლების საქმეში, ისე ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების სახით და სწორედ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ,რომ ეს გამარჯვება,რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე გახდა იმის მიზეზი ,რომ ოლიგარქმა, აი ამ აფერისტმა კაცმა ჩათვალა აუცილებლად, რომ კვლავ გამოეყო თავი და ღიად დაეფიქსირებინა თავი პოლიტიკაში ,რომლიდანაც არსად არ წასულა და ეს ძალიან კარგად ვიცოდით მიუხედავად იმისა ,რომ უტიფრად იტყუებოდნენ მისი “ბანდის” წევრები, რომ თითქოს ის არაფერ შუაში არ არის ,რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში და ამ “ბანდის” მართვაში, ძალიან კარგად დავინახეთ რაც არის სიმართლე და ამ შეშინებულმა ადამიანმა ,რომელმაც გააცნობიერა,რომ ქართველმა ხალხმა მოუგო ჭიდაობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და დაინახა ,რომ მისი რეჟიმის დრო გავიდა, ახლა კი მას ძალიან გაუჭირდება კვლავ მოატყუოს ქართველი ხალხი ,კვლავ გააცუროს და კვლავ შეეცადოს დარჩეს ხელისუფლებაში, რათა განაგრძოს ქართველი ხალხის, ქართული ბიუჯეტის და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გამოხრა და მის ხარჯზე მისი “ბანდისა” და მის გარშემო შემოკრებილი რამდენიმე ასეული ოჯახის,ხალხის ხარჯზე გამდიდრება. ამიტომ ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, ქართველი ხალხის მცირე გამარჯვებაა, რა თქმა უნდა ,რომ ოლიგარქი იძულებული გახდა უკვე ღია თამაში დაეწყო ,ამავდროულად სწორედ აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა ,რომ ამ რუსი ოლიგარქის ერთადერთი საპირწონე ,შესაბამისი წონისა და კალიბრის მქონე პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მთელ ქართველ ხალხთან ერთად აიძულა ოლიგარქი ეს ნაბიჯი გადაედგა და თავი კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის, როგორც არასდროს დაუყოვნებლივ განსახორციელებელი და ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს საშუალება მიხეილ სააკაშვილთან ერთად მშვიდობიან და მეტ-ნაკლებად მაინც სამართლიან საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა და ბუნებრივია დაამარცხოს ეს ოლიგარქი და მისი რეჟიმი.
დღეს ,როგორც არასდროს კიდევ ერთხელ გახდა მკაფიო და ნათელი ,რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის აუცილებელი ,თუ ოდნავ მაინც ვინმე საუბრობს მეტ-ნაკლებად მაინც სამართლიან არჩევნებზე სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე და მას უნდა ჰქონდეს საშუალება მის გუნდთან ერთად “ნაციონალური მოძრაობა” და გამარჯვების კოალიციასთან ერთად ებრძოლოს რუს ოლიგარქს.
ოლიგარქი ვეღარ შეძლებს ქართველი ხალხის მოტყუებას ,ვეღარ შეძლებს ქართველი ხალხის გაცურებას და ოლიგარქი და მისი “რუსული რეჟიმი”აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებს.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.