ეს არჩევნები მიშას გათავისუფლების არჩევნებიც იქნება, საქართველოს გათავისუფლებასთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„მიშა ჯერ კიდევ რომ ციხეშია, როგორც მოქალაქეს ძალიან მრცხვენია, რომ ზოგადად ამ ფაქტს აქვს ადგილი, რომ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი და ასეთი პიროვნება, პრეზიდენტი ჯერ კიდევ არის საპყრობილეში, როგორც პუტინის პატიმარი. ეს ყველა ჩვენგანის სირცხვილია და რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ვიდრე არჩევნები მოვა, თუმცა არჩევნებამდეც თუ გაგრძელდა ეს ამბავი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები მიშას გათავისუფლების არჩევნებიც იქნება, საქართველოს გათავისუფლებასთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.