"ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სწორედ თქვენ ქმნით უსაფრთხო მომავალს, სადაც ჩვენმა შვილებმა, მშობლებმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მშვიდ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უნდა იცხოვრონ

პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს ატარო ღირსება. ეს არის ფიცი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებას და მზაობას, ერთგულად ემსახურო ქვეყანას. საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ და ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებით“, – განაცხადა გელა გელაძემ.