საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. 

ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება".

ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. 

 ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.