„თავიდან ითქვა, რომ 24 აპრილს ყოფილიყო, პატრიარქის გარდაცვალების მე-40 დღის წინა დღეს, მაგრამ მერე ისიც ითქვა, რომ ძალიან იცვლება გარემოებები. ეს რომ გვეთქვა, ამ ნათქვამის ტყვეობაში ვიქნებოდით და რა საჭიროა. როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება. ვეცდებით, რომ არ დავარღვიოთ... [ასაკს რაც შეეხება] ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა ამის გამო არ შეიძლება, მგონია, რომ არ შეიძლება... იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი კანდიდატად დასახელდება, ის შემდეგ კომისიის წევრი აღარ იქნება და ჩანაცვლდება სხვა მღვდელმთავრით“ |  განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან

მეუფე ნიკოლოზმა მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლეზეც ისაუბრა.

 „ბუნებრივია, რომ განსხვავებული ფორმატით მოვისმენდით. ვესაუბრე მეუფე შიოსაც. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო, კარგად იყო ჩამოყალიბებული აღდგომის ღვთისმეტყველება და ერთი ზედმეტი სიტყვა არ იყო. ძირითადად პატრიარქის შესახებ იყო“ | ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი