ყვარლის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე "დურუჯმა" ორივე მხარეს,  მთელ სიგრძეზე მოწყობილი ქვიშაყრილი მონაკვეთებად დააზიანა და  მიწაყრილი გაარღვია.

დაიტბორა მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. 

ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურის მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.