"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტია პრეზიდენტის ინიციატივას, ქართულ ქარტიას მხარს უჭერს. 

მისი თქმით, ზურაბიშვილის მთავარი გზავნილია, რომ ოპოზიციური პარტიები არა ერთიან სიაზე, არამედ საერთო შინაარსზე შეთანხმდნენ. 

"ევროპული საქართველო მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას. მთავარი გზავნილია შეთანხმება შინაარსზე, დემონსტრირება იმისა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ მუშაობა ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ და არა საზიანო და ივანიშვილის პროპაგანდისთვის სასარგებლო საუბარი ერთ სიაზე, ყველას ერთ ყულაბაში ჩაყრაზე და არჩევანის შეზღუდვაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის"- აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართულ ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!