უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყო.
„პარკ დე პრენსზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა.
უეფას ჩემპიონთა ლიგისთვის უჩვეულოდ უხვგოლიანი შეხვედრა (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა) ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 8,5) დუბლი შეასრულა და უეფას მიმდინარე გათამაშებაში მას ათი გატანილი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ლუის ენრიკემ იგი 83-ე წუთზე შეცვალა.
„პარი სენ_ჟერმენი“ - „„ბაიერნი“ 5:4(3:2)
გოლები: 17' ჰარი კეინი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 24' ხვიჩა კვარაცხელია 1:1, 33' ჟოაუ ნევეში 2:1, 41' მაიკლ ოლისე 2:2, 45+5' უსმან დემბელე, თერთმეტმეტრიანიდან 3:2, 56' ხვიჩა კვარაცხელია 4:2, 58' უსმან დემბელე 5:2, 65' დაიო უპამეკანო 5:3, 68' ლუის დიასი 5:4
განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში 6 მაისს შედგება.




