ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია  აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩევლის, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერლის ჩარლზ ბრაუნი  ბრაუნის მიერ საქართველოში რუსულ გავლენებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჩვენთვის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი მოკავშირე ამაზე საუბრობს, არამედ ეს განცხადება საქართველოში არსებულ მძიმე რეალობას ასახავს.

„იმის ნაცვლად, რომ დღეს კარგი გაგებით შემტევ დიპლომატიურ პოზიციაში ვიყოთ, რომ საქართველო ამერიკასა და ევროპას დაცულ პლაცდარმად სჭირდება, გვიწევს გავარჩიოთ, თუ რამდენად შეშფოთებულია თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ჩვენს ქვეყანაში რუსული პოზიციების გაძლიერებით.

ეს განცხადებაც იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ. აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.