"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი „დაემუქრა“.

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების გარდა სხვა გზა არ გააჩნია.

„ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია, როცა არ ვიცი რა უნდა ვთქვა ხოლმე.

ვინც არის კიდევ დარჩენილი და არ იყო აქამდე დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ ისმენს იმ კაცისგან, რომელსაც პრემიერმინისტრი ჰქვია და როცა იცის, მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი დგას ივანიშვილის სახით, ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს“ - თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა - ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები და ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო"