„პარკ დე პრენსზე“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგისთვის მეტად უჩვეულო უხვგოლიანი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მასპინძლებმა 5:4 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაში თავიანთი მეასე გამარჯვება მოიპოვეს. მათი მწვრთნელისთვის, ლუის ენრიკესთვის, ეს 50-ე გამარჯვება იყო და იგი გახდა პირველი, ვინც ასეთ შედეგს ყველა ნაკლები, 77 თამაშის განმავლობაში მიაღწია.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების ანგარიში ათამდე გაზარდა. მის ანგარიშზე ასე არის ხუთი საგოლე გადაცემა.

ხვიჩა კვარცხელია Flashscore-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„პარი სენ_ჟერმენი“ - „„ბაიერნი“ (3:2)
გოლები: 17' ჰარი კეინი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 24' ხვიჩა კვარაცხელია 1:1, 33' ჟოაუ ნევეში 2:1, 41' მაიკლ ოლისე 2:2, 45+5' უსმან დემბელე, თერთმეტმეტრიანიდან 3:2, 56' ხვიჩა კვარაცხელია 4:2, 58' უსმან დემბელე 5:2, 65' დაიო უპამეკანო 5:3, 68' ლუის დიასი 5:4

განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში 6 მაისს შედგება.